რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი დეპუტატი, რომელმაც POS TV-ის 52%-იანი წილი იყიდა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ რიგები დღეს დატოვა და „ხალხის ძალას" შეურთდა. ბიზნესმენი დეპუტატი 4 მოწვევის პარლამენტარია. აქედან ორჯერ პარლამენტში როგორც მესტიის მაჟორიტარი ისე მოხვდა, ორჯერ კი პატრიული სიით.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ბიზნესმენი დეპუტატის და უკვე მედიამფლობელი ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც 2021 წლის 29 დეკემბერს შეავსო.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატი 2020 წელს არასწორად შევსებული ქონებრივი დეკლარაციის გამო დაჯარიმდა. უძრავი ქონების, დაუდეკლარირებელი უძრავი ქონების, საბანკო ანგარიშების, საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობის გამო.

ჯაფარიძე 1966 წელს მესტიაში დაიბადა. ჰყავს მეუღლე ნათია ხვისტანი და შვილი გიორგი ჯაფარიძე.

ჯაფარიძე მესტიაში ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 81,36 კვმ სახლს და 27477 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ასევე მემკვიდრეობითვე აქვს მიღებული 3 მიწის ნაკვეთი მესტიაში: 5300 კვ.მ-ს, 692 კვ.მ-ს და 251 კვ.მ-ს.

ნათია ხვისტანის მფლობელობაშია თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 106 კვ.მ ბინა და 106 კვ.მ სხვენი. მასზევეა რეგისტრირებული ml, 2012, TB-010-TB, რომელიც 2013 წელს 20 000 აშშ დოლარად შეიძინა.

ნათია ხვისტანი ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ქცია 94 საქართველოს 66.9% წილს.

2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობდა 33.3% წილს შპს სეტი+ Georgia მესტიას დაბა მესტიაში ოთარ ჩართოლანთან ერთად. ასევე, შპს სეტი Georgia მარნეულის 50% წილს.

დეპუტატის ანგარიშზე საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათზე 15221,41 ლარი, 2076,66 დოლარი და 13,68 ევრო. 2874,05 დოლარს ანაბარზე.

დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს ვიქტორ ჯაფარიძემ დეპუტატობის საქმინობიდან ხელფასის სახით 51 043 ლარი მიიღო.

ინფორმაციისთვის, ვიქტორ ჯაფარიძემ POS TV-ის 52%-იანი წილი 520 000 ლარად იყიდა.

იხილეთ ასევე:

"ოცნებიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა POSTV-ის 52% შეიძინეს

როგორ შეიცვალა POS TV-ის მფლობელები დეპუტატის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ

ვიქტორ ჯაფარიძე POSTV-ის შეძენაზე - მაინტერესებს ეგ ბიზნესი და შევიძინე

თამარ მუკბანიანი