„ფარმაცევტები არის იმაზე ნაკლები, ვიდრე არის მოთხოვნა - დავაყენებთ წინადადებას, რომ ფარმაცევტების და ექიმების უფრო მეტი მომზადება მოხდეს“

„ფარმაცევტები არის იმაზე ნაკლები, ვიდრე არის მოთხოვნა - დავაყენებთ წინადადებას, რომ ფარმაცევტების და ექიმების უფრო მეტი მომზადება მოხდეს,“ - ამის შესახებ კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ პრემიერთან ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ გაზრდილია მოთხოვნა მუშახელზე. პირადად ჩვენ ყოველთვიურად უფრო მეტ ადამიანს ვასაქმებთ. ერთ-ერთი პირველი წინადადება ბიზნესმენების მხრიდან იქნება, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი კოორდინაცია გაუწიოს სპეციალობების მიხედვით მოქალაქეების მომზადებას, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა ბიზნესს დღეს ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს შრომის ძალაზე. მათ შორის ძალიან დიდი მოთხოვნაა მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით. მაგალითად, ფარმაცევტები არის იმაზე ნაკლები, ვიდრე მოთხოვნაა. საჭიროა მეტი ფარმაცევტების მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ექიმების. ვსაუბრობ იმ სფეროზე, სადაც „ავერსი“ მოღვაწეობს. პრემიერთან შეხვედრისას დავაყენებთ კონკრეტულ წინადადებებს, რომ მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, მათ შორის სფეროში, სადაც „ავერსი“ მოღვაწეობს (ჯანმრთელობის დაცვა), ფარმაცევტების და ექიმების უფრო მეტი მომზადება მოხდეს, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად,“- განაცხადა კურტანიძემ.

თაია არდოტელი