„ქართული ღვინის ფესტივალით“ იწყება კარგი პერიოდი მეღვინეების და ღვინის მოყვარულებისთვის"

„ქართული ღვინის ფესტივალით“ იწყება კარგი პერიოდი მეღვინეებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვის - მევენახეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია,- ასე მიმართა პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია „ვაინპაკის“ დირექტორმა ილია კილაძემ შარდენზე მიმდინარე “ქართული ღვინის ფესტივალის” სტუმრებს.

ილია კილაძემ ფესტივალში მონაწილე კომპანიებს მადლობა გადაუხადა.

“მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მევენახეს, ყველა მეღვინეს იმიტომ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში რთველი ბოლომდე დასრულებული არ არის, ბევრმა კომპანიამ მაინც შეძლო ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ამის შემდეგ რთველი იწყება რაჭაში, იმერეთში, ლეჩხუმში, შემდეგ გურულები დაასრულებენ დეკემბრის ბოლოს. ყველა ქართველ მეღვინეს მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. ამ ფესტივალით იწყება კარგი პერიოდი ჩვენთვის, მეღვინეებისთვის, თქვენთვის, ღვინის მოყვარულებისთვის და ჩვენი კომპანია "ვაინპაკი" მოხარულია, რომ არის ამ ფესტივალის პარტნიორი, ერთ-ერთი წარმდგენი. ჩვენ ვეხმარებით მეღვინეებს: ვთავაზობთ შეფუთვებს, ბოთლებს, საცობებს, ეტიკეტებს და ყუთებს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად და ეს ყველაფერი ქმნის ქართულ მეღვინეობაში განსაკუთრებულ დოვლათს”,- განაცხადა ილია კილაძემ.