საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით "პროექტი 88" ტარდება

საქართველოში პირველად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით "პროექტი 88" ტარდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრის, შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა მოხდა.

ასევე დაგეგმილია ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "პროექტი 88"-ს მასპინძელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. პროექტი - 88 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.