LVMH კვარტალური შემოსავლები 27%-ით გაიზარდა

მსოფლიოში უმსხვილესი ლუქს კლასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SA-ს გაყიდვები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 27%-ით გაიზარდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, მისმა შემოსავლებმა ივლის-სექტემებრში 19,76 მლრდ ევრო შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 15,51 მლრდ ევრო ჰქონდა. კომპანიის ორგანული გაყიდვები გაზრდილია 19%-ით.

LVMH-ის შემოსავლები მოდური ტანსაცმლის სეგმენტში გაზრდილია 30%-ით 9,69 მლრდ ევრომდე, ორგანულმა გაყიდვებმა მოიმატა 22%-ით.

ალკოჰოლური სასმელების მიმართულებაში გაყიდვები გაზრდილია 23%-ით 1,9 მლრდ ევრომდე, პარფიუმერია-კოსმეტიკაში 19%-ით 1,96 მლრდ ევრომდე, საათების და აქსესუარების გაყიდვებმა კი 25%-ით მოიმატა 2,67 მლრდ ევრომდე.

ამასთან, საცალო ქსელური მაღაზიების (Sephora, DFS და Le Bon Marche) გაყიდვები გაზრდილია 28%-მდე 3,47 მლრდ ევრომდე.

სულ მიმდინარე წლის 9 თვეში კი LVMH-ის შემოსავლები გაზრდილია 28%-ით 56,5 მლრდ ევრომდე.

კოკა კვირკველია