კონცეფციის გარეშე დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მარტივდება

კონცეფციის გარეშე დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მარტივდება.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილია კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, საკუთარ მიწის ნაკვეთზე გეგმარებითი პირობების შეცვლით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ქალაქთმშენებლობით გეგმის პროექტში ცვლილების შეტანა მოითხოვოს და ამისთვის მთელი დასახლებისთვის გეგმის კონცეფციის მომზადების ვალდებულება არ ექნება.

ცვლილებები “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ხორციელდება.

პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.