25 ნოემბრიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის პირობა იცვლება

25 ნოემბრიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის პირობა იცვლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

„25 ნოემბრიდან „თიბისის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, მოლარესთან, მომსახურების მენეჯერთან ან მრჩეველთან ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან 3000 ლარის ფარგლებში (1000 USD/EURO/GBP) თანხის გატანისას, საკომისიო იქნება 2%, მინიმუმ- 2 ლარი, უცხოური ვალუტის შემთხვევაში - თანხის 2%, მინიმუმ - 1 USD/EURO/GBP,“- ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ არსებული წესით, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6% იყო.

თაია არდოტელი