სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 375 615 194 აშშ დოლარი შეადგინა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მათი ცნობით, 2022 წლის სექტემბრის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მესამედ პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. კერძოდ, სექტემბერში შემოსავალმა 375 615 194 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17.9%-ით აჭარბებს.

„2021 წლის სექტემბერთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 213 752 443 აშშ დოლარით ანუ 132.1%-ით. ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა.

მოგზაურობიდან შემოსავლები 2021 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.8%-ით ანუ 1 651 528 684 აშშ დოლარით,“- ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი