7 თვეში საქართველოში 10 000-მდე რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

საქართველოში 1-ლი მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე 9 879 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა.

საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან 685 ერთეული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, საიდანაც 3 უცხოური საწარმოს ფილიალია, 9180 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 14 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 685 რუსული შპს-დან 680-ის საქმიანობა უცნობია.

5 კომპანიის საქმიანობის სფერო კი ასე ნაწილდება:

  • ყავის გადამუშავება
  • კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობა
  • სატვირთო საგზაო ტრანსპორტი
  • თამაშებისა და სათამაშოების წარმოება
  • სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნის გარეშე