მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ გაიაფდა

ტეხასის მსუბუქ ნავთობზე ფასი ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა

”როიტერის” ინფორმაციით, ”ბრენტის” მარკის ნავთობი 0,49 დოლარით გაიაფდა და ბარელზე 54,18 დოლარი შეადგინა, ტეხასის მსუბუქი ნავთობის (WTI) ფასი კი 0,63 დოლარით დაეცა და 44,21 დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის მარტიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნის მიზეზი აშშ-სა და ჩინეთში ნახშირწყალბადის მარაგის გაზრდაა.

”ინვესტორების განწყობაზე იმოქმედა ინფორმაციამ, რომ თებერვალში მსოფლიოში ნავთობის მოპოვება 1,3 მილიონი ბარელით გაიზარდა ერთ დღე-ღამეში გასული წლის 94 მილიონ ბარელთან შედარებით”, - ნათქვამია ავსტრალიური ANZ Banking Group-ის ანგარიშში.