იტალიაში დენის დაზოგვის მიზნით შესაძლოა, წარმოება გაჩერდეს

იტალიაში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მომავალი წლის დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით წარმოების შეჩერებას განიხილავენ. ამის შესახებ გაზეთი, Il Messaggero წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ღონისძიება ენერგიის დაზოგვის საგანგებო გეგმის ნაწილია, რომელიც გარემოს მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის ამჟამინდელმა მინისტრმა, რობერტო ცინგოლანიმ მომავალ მთავრობას უნდა გადააბაროს.

ღონისძიება რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში მრეწველობის სექტორში მოხმარების სავალდებულო შეჩერებას ითვალისწინებს, რაც ევროკავშირში ენერგორესურსების დაზოგვის ზოგად პოლიტიკას შეესაბამება.

მანამდე მინისტრი, ცინგოლანი აცხადებდა, რომ ენერგეტიკის სექტორში შექმნილი არასახარბიელო ვითარების გამო ევროპაში ზამთარი შიშითა და გაურკვევლობით იქნება სავსე.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ