Berkshire Hathaway შესაძლოა, Tesla-ზე ძვირი გახდეს

უორენ ბაფეტის ამერიკული საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla Inc.-ის კაპიტალიზაციას უახლოვდება და შესაძლოა, სულ მალე გადაასწროს მას.

Berkshire-ს აქციები მთლიანი ბაზრის დინამიკაზე უკეთესად დემონსტრირებს: წლის განმავლობაში А-კლასის აქციების ფასი 4,7%-ით არის შემცირებული, ხოლო S&P 500-ის ინდიკატორი 21%-ით. ამასობაში, Tesla-ს აქციები წლის განმავლობაში შემცირებულია 43%-ით, შედეგად კი მისი კაპიტალზაცია დაეცა 672 მილიარდ დოლარამდე, ეს მაშინ, როცა წლის დასაწყისში მისი კაპიტალიზაცია 1,1 ტრილიონი დოლარი იყო. Berkshire-ს კაპიტალიზაცია კი დღეს 630 მლრდ დოლარია.

Berkshire-ს А-კლასის მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობა 1,47 მილიონია, ისევე როგორც B-კლასის. ხოლო Tesla-ს ეს მაჩვენებელი 3,16 მილიარდია.

Berkshire-მა კაპიტალიზაციით უკვე აჯობა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Meta Platforms Inc. და Nvidia Corp. და გახდა რიგით მეექვსე კომპანია S&P 500 რეიტინგში, რომელშიც ლიდერ ხუთეულში არიან Apple Inc, Microsoft Corp, Alphabet, Amazon.com Inc და Tesla.

ორშაბათს Berkshire-ს А-კლასის აქციები 1,7%-ით გაძვირდა, ხოლო Tesla-სი - 3,6%-ით გაუფასურდა.

კოკა კვირკველია