ერთ თვეში კომერციული ბანკების მოგება 67.4 მლნ ლარით გაიზარდა

2022 წლის სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა 235,523 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი აგვისტოსთან შედარებით - 67,474 მლნ ლარით; წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 64,364 მლნ ლარით მეტია. შარშან სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 171,159 მლნ ლარი იყო.

2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:

  • იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
  • თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
  • მარტი - 110,181 მლნ ლარი;
  • აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
  • მაისი - 159,034 მლნ ლარი;
  • ივნისი - 154,156 მლნ ლარი;
  • ივლისი - 292,462 მლნ ლარი;
  • აგვისტო - 168,049 მლნ ლარი;
  • სექტემბერი - 235,523 მლნ ლარი.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 666,752 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 487,547 მლნ ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა 406,866 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,479 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 91,141 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 49,363 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

თაია არდოტელი