საქართველო ბიომეკობრეობის საერთაშორისო სკანდალში ეხვევა? - ვინ და რატომ ყიდულობს ბაობაბის ხეებს კენიაში

კე­ნი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ო­ბა­ბის გა­ყიდ­ვი­სა და ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვას ითხო­ვენ. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა the guardian-ი წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც გი­ორ­გი გვა­სა­ლია ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ბრალს სდე­ბენ ბი­ო­მე­კობ­რე­ო­ბა­ში. მათი ცნო­ბით, ის ყი­დუ­ლობს ხე­ებს, შემ­დეგ თხრის და გა­და­აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ტა­ნი­კურ ბა­ღებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ო­ბა­ბე­ბი მი­აქვთ ქა­ლაქ კი­ლი­ფი­დან და მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის­გან ყი­დუ­ლო­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კომ­პა­ნი­ამ ბა­ო­ბა­ბე­ბის ძებ­ნა 2019 წელს და­ი­წყო. კი­ლიფ­ში დრო­ნე­ბით ეძებ­დნენ გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტის ხე­ებს. თი­თო­ელ ბა­ო­ბაბ­ში ფერ­მე­რებს 100 000-დან 300 000 კე­ნი­ურ ში­ლინ­გამ­დე სთა­ვა­ზო­ბენ, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 820-დან 2000 დო­ლა­რამ­დეა. "გარ­დი­ა­ნის" ცნო­ბით, სულ 8 ბა­ო­ბა­ბი იყი­დეს.

ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ასეთ­მა წა­მო­წყე­ბამ შე­საძ­ლოა, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს კე­ნი­ის ეკო­ლო­გი­ა­ზე, რად­გან იქ გვალ­ვას ებ­რძვი­ან და ცდი­ლო­ბენ აღად­გი­ნონ ტყის და­კარ­გუ­ლი სა­ფა­რი.

"ეს მე­კობ­რე­ო­ბაა და მე ვერ ვხე­დავ გა­მარ­თლე­ბას მსოფ­ლი­ოს ერთი რო­მე­ლი­მე კუ­თხი­დან მე­ო­რე­ში ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნა­ში", - ამ­ბობს აფ­რი­კუ­ლი ბა­ო­ბა­ბე­ბის სა­კი­თხზე შექ­მნი­ლი ალი­ან­სის თავ­მჯდო­მა­რე, გუს ლე ბრე­ტო­ნი.

თვი­თონ გვა­სა­ლი­ას თქმით, კე­ნი­ა­ში ბა­ო­ბა­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და სა­სურ­ვე­ლი ბა­ო­ბა­ბე­ბის შერ­ჩე­ვა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც შე­ი­ტყო, რომ იქ ამ ხე­ებს სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბის­თვის ისე­დაც ჭრიდ­ნენ.

"ჩე­მამ­დე ჭრიდ­ნენ ხე­ებს იმი­ტომ არ ამ ად­გი­ლებ­ში მარ­ცვლე­უ­ლი და­ე­თე­სათ. ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ იმა­ში, რომ მო­ვუ­ა­რო ხე­ებს, რო­მელ­საც ისი­ნი ისე­დაც ჭრი­ან. ტრა­გე­დი­აა ხე­ე­ბის ტყუ­ი­ლად გა­ნად­გუ­რე­ბა“, - ცი­ტი­რებს "გარ­დი­ა­ნი“ გვა­სა­ლი­ას სი­ტყვებს.გა­სულ თვე­ში კე­ნი­ელ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა და სა­ტყეო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს და გვა­სა­ლი­ას კომ­პა­ნი­ას უჩივ­ლეს. აღ­ნიშ­ნეს, რომ კომ­პა­ნი­ას არ გა­აჩ­ნია სა­ჭი­რო ლი­ცენ­ზი­ე­ბი, მათ შო­რის არ აქვს ხე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ნე­ბარ­თვა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი შე­ჩერ­და, რად­გა­ნაც ფირ­მამ ყვე­ლა სა­ბუ­თი მი­ი­ღო, მომ­ჩივ­ნებ­მა კი აღი­ა­რეს, რომ ახლა ისი­ნი უძ­ლურ­ნი არი­ან, რად­გა­ნაც ბა­ო­ბა­ბი, რო­მე­ლიც გვა­სა­ლი­ამ იყი­და, კერ­ძო მი­წა­ზე იზ­რდე­ბო­და.

The Guardian აღ­ნიშ­ნავს, რომ ბა­ო­ბა­ბე­ბის ამო­ძირ­კვა ად­ვი­ლი საქ­მე არ არის, ხე­ებს უზარ­ბა­ზა­რი ფეს­ვე­ბი და უზარ­მა­ზა­რი ტო­ტე­ბი აქვთ. გარ­და ამი­სა, ამ ხე­ე­ბის გე­მებ­ზე ჩა­სატ­ვირ­თად აშე­ნე­ბენ დრო­ე­ბით გზებ­სა და ბურ­ჯებს.

განაგრძეთ წაკითხვა