ჰოლანდიური Veon-ი რუსული „ბილაინიდან“ გადის

ჰოლდინგმა Veon-მა, რომელიც რუსულ სატელეკომუნიკაციო ოპერატორ "ვიმპელკომს" (ბრენდი „ბილაინი“) ფლობს, აქტივიდან გასვლის შესახებ განაცხადა - წერს რუსული „კომერსანტი“. აღსანიშნავია, რომ მანამდე Veon-მა საკუთარი აქტივები გაყიდა საქართველოში, 2023 წელს კი გეგმავს ანძების აქტივები გაყიდოს უკრაინაში, პაკისტანსა და ბანგლადეშში.

იურისტების აზრით, აქტივების რუსეთის იურისდიქციაში გადაცემა, საშუალებას მისცემს Veon-ს თავიდან აიცილოს შესაძლო სანქციები, ხოლო "ვიმპელკომს" - დააკმაყოფილოს მარეგულირებლის მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ Veon-ი დიდი ხანია დაინტერესებულია "ვიმპელკომის" დატოვებით. ჯერ კიდევ 2019 წელს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰოლდინგი 2018 წელს აპირებდა "ვიმპელკომის" გაყიდვას და აწარმოებდა მოლაპარაკებებს "როსტელეკომთან", მაგრამ მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ“.

დღევანდელ ვითარებაში, ეს არის "ვიმპელკომის" გაყიდვა მესამე მხარის რუს ინვესტორზე, რაც რთული იქნება, რადგან არსებობს შეზღუდვები ქვეყნიდან კაპიტალის გატანაზე. Finam-ის ანალიტიკოსის, ლეონიდ დელიცინის თქმით, Veon-ის მთელი ჰოლდინგის ბიზნესღირებულება 10,7 მილიარდი დოლარია, მაგრამ საბაზრო კაპიტალიზაცია განსხვავდება დავალიანების ოდენობით და შეადგენს მხოლოდ 911 მილიონ დოლარს. თავად "ვიმპელკომის" ბიზნესს კი ის დაახლოებით 5 მილიარდ რუბლად (დაახლოებით 81,3 მლნ დოლარი) აფასებს.

რუსული "ვიმპელკომის" მფლობელია ჰოლანდიური Veon-ი, რომლის 25% ეკუთვნის Letterone Holdings-ს. Letterone Holdings-ის დამფუძნებლები მიხაილ ფრიდმანი, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი, ისევე როგორც პეტრ ავენი, 2022 წლის გაზაფხულიდან დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. მაისში ალექსეი კუზმიჩოვი და გერმანი ხანი LetterOne-ის თანამფლობელთა შემადგენლობიდან გამოვიდნენ. მიხაილ ფრიდმანი, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი ასევე Alfa Group-ის დამფუძნებლები არიან, მიხაილ ფრიდმანი კი Alfa Group-ის სამეთვალყურეო საბჭოსაც ხელმძღვანელობს.

ეკა დარჩიაშვილი