Amazon-ის კაპიტალიზაცია ტრილიონს ჩამოსცდა - რომელი კომპანიები დარჩნენ „ტრილიონერთა კლუბში“

Amazon-ის კაპიტალიზაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში ტრილიონ დოლარს პირველად ჩამოსცდა. 1-ლი ნოემბრის ვაჭრობის შედეგად კომპანიის ღირებულება 987 მლრდ დოლარი გახდა - წერს Business Insider-ი. აღსანიშნავია, რომ Amazon-ის კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს 2022 წლის აპრილში მიაღწია.

გამოცემის ინფორმაციით, NASDAQ-ის ბირჟაზე Amazon-ის აქციები 2022 წლის 1-ლი ნოემბრის ვაჭრობისას 5,5%-ით შემცირდა და ერთ ერთეულ აქციაზე 96,79 დოლარი შეადგინა.

ამჟამად „ტრილიონერთა კლუბში“ 4 კომპანია რჩება:

  • Apple - 2,4 ტრილიონი დოლარი
  • Saudi aramco - 2,01 ტრილიონი დოლარი
  • Microsoft - 1,7 ტრილიონი დოლარი
  • Alphabet - 1,17 ტრილიონი დოლარი

ინვესტორებმა Amazon-ის აქციები მას შემდეგ გაყიდეს, რაც კომპანიამ 27 ოქტომბერს ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი შემცირდა 9%-ით 2,9 მილიარდ დოლარამდე.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილ კომპანიის აქციები უკვე მეხუთე დღეა ეცემა, შედეგად Amazon-ის კაპიტალიზაცია 143 მილიარდი დოლარით შემცირდა.