საქართველოში რეალურ სივრცესა და მეტავერსში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართა

მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით 31 ოქტომბერს პირველი ჰიბრიდული WEB3 კონფერენცია ჩატარდა მთაწმინდაზე სფეროში, ხოლო მათ ვისაც სახლში ყოფნის კომფორტზე უარის თქმა არ სურდათ, შესაძლებლობა ჰქონდათ, ღონისძიებას მეტავერსში დასწრებოდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

fff-1667805215.png

„WEB3 კონფერენციის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში 4-მა ქართველმა სპიკერმა: CRYPTX/CRYPTAL-ის საბჭოს წევრმა - გიორგი გვაზავამ, Arena Games-ის COO - მარიე გიორგობიანმა, WEB3/Blockchain დეველოპერმა - ნიკა ასათიანმა და C25-ის CPO ნიკა გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს WEB3-ში საქმიანობის შესახებ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ნეთვორქინგის, დარგის ლიდერებთან საინტერესო იდეების გაცვლის და სფეროს 3დ ვიზუალების დათვალიერების.

Moving to WEB3 ღონისძიების ორგანიზატორი იყო Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიება ჩატარდა Eteam-ის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA, Binance, Noxtton, SakartveloInsight და MetaViu-ს პარტნიორობით.