საპენსიო სააგენტო - საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა

საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით 38.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.4% შეადგინა.

სააგენტოს განმარტებით, საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% - ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.6% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 13.5% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.9% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.4% არის განთავსებული.

აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მილიონი ლარია.

sapensio-1668063050.jpg