არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის მიერ 600 გრ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. მოქალაქე 14 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი", რეისით სტამბოლი-თბილისი ჩამოფრინდა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 41 ცალი ბეჭედი, 7 სამაჯური, 4 - კულონი, 19 წყვილი საყურე და 9 ყელსაბამი აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ 31483,46 ლარი შეადგინა.