მილიარდერი მამის ერთადერთი მემკვიდრე, რომელიც ღარიბი სტუდენტების სწავლას აფინანსებს - ვინ არის ავსტრალიის უმდიდრესი ქალი

ჯინა რაინჰარტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ერთ-ერთ ადგილს იკავებს, ამავდროულად ის ავსტრალიის უმდიდრესი ქალია და თავის გამომუშავებულ ქონებას ქველმოქმედებაზე ხარჯავს.

ჯინას ბავშვობა ნამდვილად არ გაუტარებია არც გაჭირვებულ ოჯახში და როგორც წერენ, არც საკვები ენატრებოდა. საკმაოდ მყარი ფინანსური მდგომარეობის მქონე ოჯახი პატარა ჯინას არ ათამამებდა და უზრუნველყოფდნენ, რომ კარგი განათლება მიეღო.

ვინ არის ჯინა რაინჰარტი?

ჯორჯინა ჰოუფ რაინჰართი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც ჯინა რაინჰარტი 1954 წლის 9 თებერვალს, დასავლეთ ავსტრალიაში დაიბადა. ის ჰოუპ მარგარეტ ნიკოლასისა და ლენგლი ფრედერიკ ჯორჯ ჰენკოკების ოჯახში ერთადერთი შვილი იყო.

ჯინას მამა, რკინის მადნის მაგნატი, კომპანია Hancock Prospecting-ს ფლობდა. ასევე მყარ პოზიციებს იკავებდა პოლიტიკაში. 1952 წელს ჯინა რაინჰარტის მამამ მსოფლიოში უდიდესი რკინის საბადო აღმოაჩინა. მილიარდები ახალგაზრდა რაინჰარტმა სწორედ მამისგან მემკვიდრეობით მიიღო და საკმაოდ წარმატებულად გააგრძელა მართვა.

მას შემდეგ, რაც 1992 წელს ჯინას მამა გარდაიცვალა, Hancock Prospecting-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე მისი ერთადერთი ქალიშვილი გახდა. მაშინ კომპანია დაახლოებით 75 მილიონი ავსტრალიური დოლარი ღირდა. ჯინას დამსახურებით მომდევნო წლებში კომპანიის ღირებულება და შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა.

აქციები, ინვესტიციები და სხვა საწარმოები

დღეს კომპანია ავსტრალიის ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელია. Hancock Prospecting -ის მაღარომ სპილენძში, რკინის საბადოში, კალიუმში, რძის პროდუქტებში, ქვანახშირში და მეცხოველეობაშიც კი მეტი ინვესტიციები განახორციელა. გაფართოების კვალდაკვალ კომპანიის სახელიც შეიცვალა და Hancock Group გახდა.

ჯინას მიერ გაფართოებული კომპანია ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო მაინინგ კომპანია ავსტრალიაში.

მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1993 წელს, მემკვიდრემ დააარსა Roy Hill Tenement. მიუხედავად იმისა, რომ ჰენკოკ Hancock Prospecting-ის 76.5%-ს ფლობდა, ერთ-ერთი რაც ჯინა რაინჰარტმა გააკეთა, იყო დივერსიფიკაცია სხვა სფეროებში. ჯინა რაინჰარტმა დაიწყო მედიაში დიდი ინვესტიციების განხორციელება.

მას ეკუთვნის Paramount Australia & New Zealand-ის 10%-იანი წილი, ავსტრალიაში მსხვილი მედია კომპანია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Ten Network Holdings და 18,67%-იანი წილი Fairfax Media-ში.

2014 წელს ჯინა რაინჰარტმა ინვესტიციებით დივერსიფიკაცია მოახდინა სოფლის მეურნეობაში და ფერმებში. მან Fossil Down Station 25 მილიონ დოლარად შეიძინა, შემდეგ კი იმავე წელს შეიძინა 50% Liveringa და Nerrima.

2016 წელს ჯინამ გადაწყვიტა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ სამთო კომპანიაში - Sirius Minerals-ში ინვესტირება. ის ასევე ფლობს Lakes Oil-ის 10%-ს და ამჟამად მისი ქონება 31 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მილიარდერი ქველმოქმედებით არის გატაცებული. ფლობს ბავშვთა სახლს, აფინანსებს ღარიბი ახალგაზრდა გოგონების განათლებას და აქტიურად იბრძვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი