იანვარ-ოქტომბრში შანხაიში Tesla-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გამოუშვა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, შანხაის Tesla-ს ქარხანამ 554 778 ავტომობილი გამოუშვა, რაც კომპანიის მიერ გასულ წელს მთლიანად გაყიდულ ავტომობილებზე მეტია. შარშან კომპანიამ 484 130 ავტომობილი გაყიდა.

კომპანიის აღნიშნული ქარხანა ასვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის საექსპორტო პოტენციალში. მიმდინარე წელს შანხაის ქარხანამ ექსპორტზე 219 427 ელექტრომობილი გაიტანა.

ამასთან, Tesla-ს შანხაის ქარხანაში წარმოება ლოკალიზებულია 95%-მდე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

კოკა კვირკველია