ლაშა ხუციშვილი - ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი, 34%-იანი ზრდა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი - 34%-იანი ზრდა, რაც სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, თუ რატომაც აქვს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის პარამეტრები, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის მიმართულებით. მისი თქმით, შესაბამისად, ზრდის ის ტენდენცია, რაც გასული თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, მიმდინარე წელს ნარჩუნდება.

„ექსპორტში ჯამში გვაქვს 34%-იანი ზრდა, ანალოგიურად მაღალი ზრდა არის იმპორტის მიმართულებით, რომელიც თავის მხრივ მეტყველებს მოხმარების ძლიერ მაჩვენებელზე. ხოლო ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი 34%-იანი ზრდა, რაც სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, თუ რატომაც აქვს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში 10,2 %-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა არის დაფიქსირებული, ამაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი სწორედ ექსპორტის და საგარეო ვაჭრობის სწრაფ ზრდას უჭირავს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.