2022 წელს დაბრუნებული დღგ-ს მოცულობა 2.2 მლრდ-ი იქნება - მინისტრი

დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემით, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდა. წლის ბოლოს, 2022 წლის დაბრუნებული დღგ 2.2 მლრდ-ს მიაღწევს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

2022 წლის 10 თვის მონაცემებით, დღგ-ს ზედმეტობის სახით, ბიზნესს 1.8 მლრდ ლარი დაუბრუნდა. .

„ეს სტატისტიკა შედგება 10 თვის მონაცემებისგან. თქვენ როგორც იცით, დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში გაცდებოდა 2 მილიარდს და ამ სტატისტიკით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიურად ეს იქნება დაახლოებით 2.2 მლრდ ლარის ფარგლებში. ეს ძირითადად არიან საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში და არიან საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ საქონლის თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ძირითადად ეს კატეგორია არის ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიები და ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტად უგროვდებათ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის განმავლობაში მისი მეშვეობით ბიზნესს სულ 1.93 მილიარდი ლარი დაუბრუნდა.

თამარ მუკბანიანი