თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ჯემალ წურწუმიასთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროში არმაზის ქუჩაზე და სოფლებში, დიდ და პატარა ირაგაში და ჯიგრაშენში მისასვლელი, მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქ თეთრიწყაროში არმაზის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მანძილი 239 მეტრს, ხოლო სოფლებში, დიდ და პატარა ირაგაში და ჯიგრაშენში მისასვლელი სარეაბილიტაციო გზის მანძილი 1250 მეტრს მოიცავს.