პარიზმა ლონდონს ევროპის უმსხვილესი საფონდო ბირჟის სტატუსი ჩამოართვა

ლონდონმა ევროპის უმსხვილეს საფონდო ბირჟის სტატუსი პარიზს დაუთმო. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ამ ორ ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიების აქციათა ჯამური ღირებულება საფრანგეთის საფონდო ბაზრისთვის 2,823 ტრლნ დოლარს, ხოლო დიდი ბრიტანეთის საფონდო ბაზრისთვის 2,821 ტრლნ დოლარს შეადგენს.

დაზუსტებული ინფორმაციით, საფრანგეთის საფონდო ბირჟის დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი ფრანგული ბრენდების, მათ შორის LVMH-ისა და Gucci-ს აქციების ზრდა იყო. ამ კომპანიების აქციები ჩინეთში კორონავირუსული შეზღუდვების მოხსნის ფონზე იზრდება, ამიტომ ინვესტორები ამ კომპანიების საქონელზე ჩინელ მყიდველებს შორის მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებენ.

კიდევ ერთ მიზეზად წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებაში ამ ქვეყნების ვალუტის ვარდნა დასახელდა, რომლის დროსაც ფუნტი სტერლინგი 13%-ით, ხოლო ევრო მხოლოდ 9%-ით გაუფასურდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ