11 000 ლარამდე ფასდაკლება ზღაპრულ აპარტამენტებზე ბაკურიანში - ისარგებლეთ Black Friday-ს შეთავაზებით

„ტერასა რეზორთ ბაკურიანში“ Black Friday-ს ფასდაკლება 14 ნოემბრიდან დაიწყო - საოცნებო აპარტამენტის შეძენა პრემიუმ ხარისხის რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და აქსესუარების სრული კომპლექტით უკვე 11 000 ლარამდე ფასდაკლებითა და 4 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებით არის შესაძლებელი.

ულამაზესი წიწვოვანი ნარგავების შუაგულში მოქცეული დასასვენებელი კომპლექსი 10 000 კვ/მ ტერიტორიაზე მდებარეობს და ორგანულად ერწყმის ყველაზე პოპულარული კურორტის არქიტექტურასა და ლანდშაფტს. ის აერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, 15-მეტრიან დახურულ საცურაო აუზს, რესტორანს, ბარსა და სკი დეპოს. ტერიტორიაზე მოწყობილია საპარკინგე სივრცეც.

314461916-490804159509081-3922188187924382626-n-1668580159.jpg

კომპლექსში დასვენება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სეზონებზე ერთნაირად სახალისო, სასიამოვნო და კომფორტულია. ჩამოთვლილ გასართობ და სპორტულ ობიექტებთან ერთად, საპიკნიკე და საბავშვო ზონები თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მითითებულ ფოტოზე დაჭერით თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დატოვონ და კომპანიის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე თავად დაუკავშირდებათ:

312994552-649328646724505-7643564075195593950-n-1668580222.jpg

(R)