Moet Hennessy-ის შამპანურები გამოელია

ელიტარული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ Moet Hennessy-ის დიდი მოთხოვნის გამო ძვირად ღირებული შამპანურის ზოგიერთი ბრენდის მარაგი პრაქტიკულად, აღარ დარჩა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფილიპ შაუსმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია ახალ მიწოდებასა და საწყობების შევსებას მხოლოდ ახალი წლის შემდეგ მოელის. ფილიპ შაუსი ამბობს, რომ კომპანიისთვის გაურკვევლობის მთავარი ფაქტორი ბოლო ათწლეულების ყველაზე მაღალი ინფლაციაა, რომელსაც დასავლეთის უმსხვილესი ეკონომიკები წააწყდნენ. ნედლეულის ღირებულების მატბამ შესაძლოა, აიძულოს Moet Hennessy, ზოგიერთ პროდუქტზე ფასები, დაახლოებით, 10%-ით ან მეტად გაზარდოს.

კომპანია LVMH-ს, რომელშიც Moet Hennessy შედის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ფრანგი მილიარდერი, ბერნარ არნო აკონტროლებს. ის Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში მეორე ადგილზეა. Forbes Real-Time-ის რეიტინგის მიხედვით, რომელიც რეალური დროის რეჟიმში ახლდება, ბერნარ არნოს ქონება 176,1 მლრდ დოლარს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ