რა ღირს სასაკლაოების მომსახურება

ერთ კვარტალში, საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა 123-და 119-ამდე შემცირდა.

2022 წლის III კვარტალში საქართველოში 119 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.5 % მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 16.8 % - კახეთის რეგიონში, 14.3 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 13.4 % - შიდა ქართლის რეგიონში, 10.9 %- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 26.1 % - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

უწყების ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 107.8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 44.2 % - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 43.1 % - ღორი, ხოლო 11.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.5 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 978.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2022 წლის III კვარტალში 13.2 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.5 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.0 % - ფრინველის ხორცზე, 18.0 პროცენტი - ღორის ხორცზე, 1.5 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 14.8 ათას პირს, საიდანაც 32.2 % შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 32.6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 14.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 27.5 ლარი.

ინფომრაციისთვის, 2021 წლის ანალოგიორ პერიოდში საქართველოში 108 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

თამარ მუკბანიანი