ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 337 მლნ 300 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური ზრდა 137%-ია.
ზრდის დიდი წილი, კვლავ რუსეთზე მოდის. სებ-ის თანახმად, ოქტომბერში მხოლოდ რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 114 .5 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, მონაცემები 526%-ითაა გაზრდილი.
ოქტომბერში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:
- რუსეთი - $114.5 მლნ;
- ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - $33.7 მლნ;
- თურქეთი - $33.6 მლნ;
- უკრაინა - $29.3 მლნ;
- ისრაელი - $27.7 მლნ;
- სომხეთი - $13.5 მლნ;
- ბელარუსი - $12.3 მლნ;
- აზერბაიჯანი - $9.4 მლნ;
- ირანი - $6.7 მლნ;
- საუდის არაბეთი -$5.2 მლნ.