"ტექნო ბუმში" ახალი აქცია დაიწყო

"ტექნო ბუმმა" დღეიდან ახალი აქცია დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, "შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით" მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა მაღაზიაში ერთდროულად ამოქმედდა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ძველ, გამოუსადეგარ და გადასაგდებად გამზადებულ ტელევიზორში 200 ლარი მიიღონ, მის ნაცვლად კი სახლში ამერიკული და ინგლისური ბრენდების ტელევიზორები წაიღონ. კომპანიის ცნობით, მაგალითად, 82 სმ დიაგონალის ტელევიზორი 576 ლარი ღირს, მომხმარებელი ძველი გამოუსადეგარი ტელევიზორის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს, ხოლო ახალ ტელევიზორს მხოლოდ 376 ლარად შეიძენს.

მენეჯმენტის ინფორმაციით, აქცია "შეცვალე ძველი ახლით" მომხმარებელთა თხოვნით განმეორებით იმართება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, როდესაც აღნიშნული აქცია მიმდინარეობდა, ტელევიზორი ყველა მომხმარებლმა ვერ მიიღო, რადგან მათი რაოდენობა შეზღუდული იყო. კომპანიის ცნობით, ამჯერად აქციაში მხოლოდ 500 ტელევიზორია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა უნდა იჩქაროს და "ტექნო ბუმის" ამ უპრეცედენტო შეთავაზებით ისარგებლოს.

"ტექნო ბუმი" მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს.