გლობალურ დათბობასთან გასამკლავებლად განვითარებად ქვეყნებს 100 მლრდ დოლარი გადაეცეთ - გუტიერეშის მოწოდება

განვითარებად ქვეყნებს სჭირდებათ 100 მლრდ დოლარის დახმარება, იმისათვის რომ გაუმკლავდნენ გლობალური დათბობით გამოწვეულ პრობლემებს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა შარმ-ელ-შეიხში COP-27 კონფერენციის შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.

„კონფერენციის მონაწილეებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ფინანსური საკითხებით დაკავება. ეს ნიშნავს 100 მლრდ დოლარის გამოყოფას განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატური გამოწვევების დასაძლევად. ეს ნიშნავს იმას რომ სახსრები საჭიროა გზების დასახვისთვის და სამოქმედო რუკის შედგენისთვის. ეს ასევე ნიშნავს რომ საჭიროა მრავალმხრივი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების რეფორმირება,“ - თქვა მან.

გუტიერეშმა დასძინა, რომ ეცდება პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნის მიღწევას, რომ შეიზღუდოს 1,5 ცელსიუს გრადუსამდე კლიმატის გლობალური დათბობა 2030 წლისთვის.

„ამისათვის ჩვენ გვჭირდება მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი ერთგულება ამ დავალებისადმი COP-27 კონფერენციის ფარგლებში. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გაფართოვება საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას. თუ ჩვენ გვსურს 1,5 გრადუსამდე შევამციროთ დათბობა, აუცილებელია მკვეთრად შევამციროთ სასათბურე გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში,“ - განაცხადა მან.

კოკა კვირკველია