საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის  სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის მოცულობამ 2,727 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,068 მლრდ აშშ დოლარი.

ამასთან, წელს 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირის ზონაში 610,414 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 445,002 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, აქ ზრდა უფრო თვალშისაცემია. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირიდან საქართველოში 2,117 მლრდ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,623 მლრდ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროზონაში.

ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 297,224 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 42,517 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 26,245 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 24,387 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 23,765 მლნ აშშ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 18,593 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 17,927 მლნ აშშ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 13,076 მლნ აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების - 8,941 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 6,726 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 347,089 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 173,202 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 147,387 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 47,331 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 42,858 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 34,502 მლნ აშშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 33,071 მლნ აშშ დოლარი
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 29,421 მლნ აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 23,913 მლნ აშშ დოლარი
  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 22,577 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური