Bloomberg: მასკი Twitter-ის თანამშრომლების დათხოვნას ამ კვირაშიც გეგმავს

ილონ მასკი, რომელიც კომპანია Twitter-ის ახალი მფლობელი და დირექტორია, კომპანიის თანამშრომლების გათავისუფლებას ამ კვირაშიც გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, ამჯერად გათავისუფლება შეეხებათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაკავებული არიან გაყიდვების მიმართულებით.

მანამდე, როგორც ცნობილია, მასკმა თანამშრომლებს წაუყენა ულტიმატუმი: ან დარჩნენ პოსტებზე სამუშაო საათების გაზრდის პირობით, ან გათავისუფლდნენ სამთვიანი კომპენსაციის გადახდით. შედეგად მოხდა ისე, რომ ტექნიკური სამსახური დატოვა იმაზე მეტმა თანამშრომელმა, ვიდრე მოელოდნენ.

პარასკევს კი ბიზნესმენმა გაყიდვებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების განყოფილებების ხელმძღვანელებს სთხოვა, დათანხმდნენ მათ დაქვემდებარებულების გათავისუფლებაზე. რობიუნ ულერმა, რომელიც მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, უარი თქვა ამ დავების შესრულებაზე და თავად გათავისუფლდა. ანალოგიურად მოიქცა პარტნიროებთან ურთიერთობის განყოფილებიდან მეგი სუნივიკი.

როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს Twitter-ის 44 მლრდ დოლარად შეძენის შემდეგ ილონ მასკი ცდილობს კომპანიაში საფუძვლიანი რეფორმების გატარებას, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომლების გათავისუფლებას და შტატების შემცირებას.

კოკა კვირკველია