სად და რა სიხშირით უნდა გაანადგურონ ორგანიზაციებმა ტონობით დაგროვილი დოკუმენტები?

საჯარო უწყებებს, ბანკებს, რითეილერებს, კლინიკებსა და სხვა მსხვილ ორგანიზაციებს წლიდან წლამდე ათობით ათასი უსარგებლო დოკუმენტაცია უგროვდებათ, რომლის ნაწილიც კონფიდენციალურია და გასაჯაროებას არ ექვემდებარება, შენახვა კი დამატებით რესურსებს მოითხოვს.

რა უნდა მოუხერხონ ორგანიზაციებმა აღნიშნულ მაკულატურას?

უცხოური მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამგვარ დოკუმენტებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი ჯერ აშრედერებს ანუ სპეციალური დანადგარის მეშვეობით მცირე ნაწილებად ანაწევრებს და მიღებულ მასას წარმოებაში გზავნის. აღნიშნული პრაქტიკა, ერთი მხრივ, ორგანიზაციებს ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლებაში ეხმარება და მეორე მხრივ, ტყის რესურსების შენარჩუნებას უწყობს ხელს. 1 კგ ფურცელი 1 ნერგს უდრის, მისი განადგურების ნაცვლად კი შეგვიძლია იმავე რაოდენობით გამოუსადეგარი დოკუმენტები გადავამუშაოთ და ხელმეორედ გამოვიყენოთ.

ვადაგასული დოკუმენტაციის დაშრედერების პრაქტიკა უკვე საქართველოშიც ინერგება. ქაღალდის საწარმო „კრიალამ“ დოკუმენტების გასანადგურებლად გერმანული წარმოების დანადგარი, იგივე „შრედერი“ 5 წლის წინ შემოიტანა. „შრედერის“ მეშვეობით საწარმოში ტონობით დოკუმენტი იქცევა გადამუშავებულ მასად, რომლისგანაც ახალი პროდუქცია მიიღება.

315375524-844933790041823-75311957048227421-n-1669014128.jpg

„კრიალას“ მიერ დაშრედერებული დოკუმენტები

კონკრეტულად, როგორ ხდება დოკუმენტების განადგურება, როგორ იცავს კომპანია კონფიდენციალურობას და რატომ არის საჭირო აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ამის შესახებ „კრიალას“ წარმოების დირექტორი მიშა ბოგვერაძე გვესაუბრა:

როგორ მუშაობს „შრედერი“ და რატომ ენიჭება განვითარებულ ქვეყნებში მის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა?

„შრედერი“ არის დანადგარი, რომელიც მოკლე დროში თითოეულ ფურცელს ათობით ნაწილად ჭრის, მიღებული მასა კი მიდის წარმოებაში და მზადდება ჰიგიენური ქაღალდი და საკანცელარიო პროდუქცია.

ევროპის ქვეყნებში დანადგარი საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან გარდა იმისა, რომ ორგანიზაციები ტონობით უსარგებლო ტვირთს იშორებენ თავიდან, საშუალება აქვთ, იზრუნონ ეკოლოგიაზე და ასობით ხე გადაარჩინონ, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი.

316145123-807905120326022-6594622981839492989-n-1669014590.jpg

დაშრედერების პროცესი

საინტერესოა, ერთ სამუშაო დღეში რა რაოდენობით მაკულატურის დაშრედერება შეუძლია დანადგარს?

როგორც წესი, 8-საათიან ცვლაში ტონა ან ტონანახევარ დოკუმენტაციას ვაშრედერებთ. ჩვენ გვაქვს მაკულატურის გადამუშავების მეორე მეთოდი - მისი პირდაპირ მიქსერში მოთავსება და წარმოებაში ჩაშვება, თუმცა არჩევანი პარტნიორ კომპანიაზეა დამოკიდებული.

ორივე შემთხვევაში, ჩვენი დამკვეთი არასასურველი არქივისგან თავისუფლდება.

რამდენ ხანში ერთხელ მოგმართავენ ორგანიზაციები და რამდენად დაცულია კონფიდენციალურობა დოკუმენტების დაშრედერების დროს?

ზოგადად, უსარგებლო არქივის განადგურების ვადა 5-7 წელია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი გასვლის შემდეგ, ორგანიზაციებს სრულად ეხსნებათ დოკუმენტების უმეტესობის შენახვის ვალდებულება, თუმცა შეუძლიათ აღნიშნული დროის გასვლას არ დაელოდონ და უსარგებლო მაკულატურა ყოველწლიურად დააშრედერონ.

ჩვენ გვყავს მსხვილი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ხოლმე. შესაბამისად, მათ აღარ სჭირდებათ დამატებითი ფართის გამოყოფა და მაკულატურის დასაწყობება, რაც შეიძლება დამატებით ფინანსური და ადამიანური რესურსის დახარჯვასთან იყოს დაკავშირებული.

რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ, მათი წარმომადგენელი დაშრედერების პროცესს დაესწროს და თავად ნახოს, რომ მიღებული მაკულატურა სრულად განადგურდა და მისი საწარმოდან გატანის შესაძლებლობა გამორიცხულია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტების დაშრედერება საკმაოდ ხელმისაწვდომი სერვისია როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ მიმართულებით კონკურენტი არ გვყავს, პარტნიორებს მაინც ყოველთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ.

316162005-437862221889374-3530711450349587929-n-1669014700.jpg

„კრიალა“ აქტიურად არის ჩართული კამპანიებში, რომლებიც ეკოლოგიის დასაცავად ტარდება. საინტერესოა, რა შედეგები მიიღეთ ამ მიმართულებით? და დოკუმენტების დაშრედერება და შემდეგ წარმოებაში ჩაშვება რამდენად დიდი კონტრიბუციაა ამ პროცესში?

უკვე წლებია, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტთან -„მაკულიტერატურა“, რომელიც ტყეების გადასარჩენად შეიქმნა. მისი მიზანია, მოსახლეობისგან ჩაიბაროს მაკულატურა და შემდეგ უკან დააბრუნოს წარმოებაში. აღნიშნული მაკულატურა სწორედ ჩვენთან მოდის და უახლესი ტექნოლოგიებით გადამუშავებული, სრულიად უსაფრთხო ფორმით ისევ მოხმარებაში ბრუნდება.

ამასთან, ვთანამშრომლობთ ბანკებთან თუ სხვა ორგანიზაციებთან, რომელთაც მიზნად დაისახეს, შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება, რისთვისაც გადამუშავებული მაკულატურისგან სპეციალურად მათთვის დამზადებულ საკანცელარიო პროდუქციას იყენებენ.

მეორე მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ზოგიერთი ორგანიზაცია დოკუმენტების განადგურების ისეთ ხერხებს მიმართავს, რომლებიც გარემოს მნიშვნელოვნად აზიანებს და არც ადგილობრივი წარმოებისთვის არის ხელშემწყობი. მაგალითისთვის, ტონობით ფურცლის დაწვა იწვევს დიდი რაოდენობით კვამლის წარმოქმნას, რაც გარემოს აზიანებს. ჩვენ შეგვიძლია, აღნიშნული გამოწვევა სრულად გადავჭრათ, რადგან „კრიალას“ საწარმოს წარმადობა საკმაოდ მაღალია და ტონობით ქაღალდის გადამუშავება შეგვიძლია მოკლე დროში.

დღეს, ადგილობრივი წარმოების 25% გვიჭირავს. რადგან ასე გავიზარდეთ და განვვითარდით, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, კიდევ უფრო გონივრულად გამოვიყენოთ რესურსები და მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ ეკოლოგიაზე ზრუნვას. ამ მიზნით, სხვადასხვა ორგანიზაციაში განვათავსეთ სპეციალური მწვანე ყუთები, რომლებშიც თანამშრომლები უსარგებლო ქაღალდს ყრიან. ასე ერთიანი ძალებით ვაკეთებთ ორ მნიშვნელოვან საქმეს: ვზრუნავთ ეკოლოგიაზე და ვეხმარებით ადგილობრივ წარმოებას.

ქაღალდის საწარმო „კრიალა“ 2014 წელს პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში დაარსდა. კომპანიის ბაზარზე გამოჩენიდან მალევე მაღაზიის დახლებიდან თითქმის გაქრა რუსული წარმოების ჰიგიენური ქაღალდი და მისი ადგილი „ასფურცელამ“ და „ეკოფეიფერმა“ დაიკავა. „კრიალა“ წლიურად 4 მილიონზე მეტი ლარის პროდუქციას ყიდის და ასაქმებს 100-ზე მეტ თანამშრომელს, სამომავლოდ კი ბაზრის წილის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.

(R)