"ლუფთჰანზას" პილოტების გაფიცვის შედეგად 80-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

გერმანიაში ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" პილოტების გაფიცვის შედეგად, დღეს, შიდა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით 80-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

"დოიჩე ველეს" ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მფრინავების პროტესტის შედეგად 80 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდა, რომლებიც მიუნხენისა და ფრანკფურტის აეროპორტებიდან აპირებდნენ გამგზავრებას.

პილოტები ავიაკომპანიის გეგმებს აპროტესტებენ, რომელიც ანაზღაურების შემცირებას და საპენსიო ასაკის ცვლილებას ეხება. მფრინავების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას გააგრძელებენ.