სომხეთის მშპ მესამე კვარტალში 14,8%-ით გაიზარდა

2022 წლის მესამე კვარტალში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 14,8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მესამე კვარტალში ქვეყნის მშპ-მ 2,379 ტრილიონი დრამი შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი ამავე კვარტალში 25%, 802,116 დრამი შეადგინა.

სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა 2022 წელს არაერთხელ გადახედა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ამას წინ უძღოდა მომსახურების სფეროში ზრდა, რაც თავის მხრივ, განაპირობა წლის განმავლობში უცხოელი ვიზიტორების ზრდამ.

სომხეთის ცენტრალური ბანკის ბოლო შეფასებით სომხეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 12,9%-ით გაიზრდება, მაშინ როცა სახელმწიფო ბიუჯეტში დაფიქსირებული იყო ეკონომიკის 7%-იანი ზრდა. 2021 წელს სომხეთის ეკონომიკა 5,8%-ით გაიზარდა.

21 ნოემბრისთვის დრამის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეადგენს - 395,18 დრამს შეადგენს.

კოკა კვირკველია