ბერლინის კაფე-რესტორნებს სანიტარულ მდგომარეობაზე სტუმრების ინფორმირება მოუწევთ

2023 წლიდან ბერლინის კვების ობიექტები ვალდებული იქნებიან, მნახველებს თავიანთი სანიტარული რეიტინგი გააცნონ, რომელიც მონაცემებს დაწესებულების სისუფთავისა და იქ გამოყენებული პროდუქტების სიახლის მაჩვენებლებზე მოიცავს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ამ პარამეტრების მიხედვით კვების ობიექტებს ქალაქის სანიტარიული სამსახურები აფასებენ.

სანიტარიულ ნორმებთან შესაბამისობაზე ობიექტების მარკირების ანალოგიური სისტემა უკვე მოქმედებს დანიაში, სადაც კაფეებისა და რესტორნების მფლობელებმა თავიანთი დაწესებულებების კარებზე სმაილიკები უნდა დააკრან. ღიმილიანი სმაილ-მარკირებით მომხმარებელს მიანიშნებენ, რომ დაწესებულება იდეალურად მოწესრიგებულია, ხოლო შუბლშეკრული სმაილი იმის სიმბოლოა, რომ კაფეს ან რესტორანს სისუფთავის მხრივ პრობლემები აქვს და ამ სტანდარტების დარღვევისთვის ჯარიმდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ