კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მიმართულებით მაგისტრალზე ელექტროდამტენების პროექტი განხორციელდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მიმართულებით მაგისტრალზე ელექტროდამტენების განთავსების შესახებ დაგეგმილი პროექტი განხორციელდება, რაც „ძალიან მნიშვნელოვანია“.

ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელექტროდამტენების განთავსება თბილისში უკვე დაწყებულია და დედაქალაქში ამ დროისთვის 60-მდე ასეთი დამტენია დაყენებული.

„ელექტროდამტენების პროექტი იქნება განხორციელებული. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება. თბილისში 60-მდე ელექტროდამტენი უკვე დაყენებულია, სადაც ელექტრომობილებს დატენა უფასოა, რათა წავახალისოთ ქვეყანაში ელექტომობილების ქონა. პრობლემაა და ისმებოდა კითხვა იმის შესახებ, რომ თუ გვინდა, მაგალითად, დასავლეთის მიმართულებით წასვლა, მაშინ რას ვაკეთებთ. შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება“,- განაცხადა კახა კალაძემ.