რა ღირს ყავა ევროპის სხვადასხვა ქალაქში?

გერმანულმა ჟურნალმა Travelbook-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რა ღირს ევროპაში ფინჯანი ყავის დალევა.

ევროპის თითქმის ყველა ქალაქში, დაახლოებით 400 მენიუზე დაყრდნობით, გამოიკვეთა, რომ ზოგ ქალაქში არომატული და ბევრისთვის საყვარელი ყავის დალევა არც თუ იაფი სიამოვნებაა.

ყველაზე ძვირი ფინჯანი ყავა როგორც აღმოჩნდა დანიაშია. კოპენჰაგენში ერთი ფინჯანი ყავა 4 ევრო ღირს.

შვეიცარიის ქალაქში ყავის დალევა საშუალოდ 3,96 ევრო ღირს.

ისლანდიის დედაქალაქში, რეიკიავიკში ფინჯანი ყავის საშუალო ფასი 3,16 ევროა.

პარიზი არ არის ყველაზე იაფი ქალაქი ყავის მოყვარულთათვის: ესპრესო აქ 2,87 ევრო ღირს.

მონაკოში ყავა ასევე ფუფუნებაა. მონტეკარლოში ყავის საშუალო ფასი 2,85 ევროა.

2,75 ევრო არის ესპრესოს საშუალო ფასი ავსტრიის დედაქალაქში.

ინგლისის დედაქალაქში ესპრესოს საშუალო ფასი ოდნავ დაბალია: 2,70 ევრო. შვედეთის დედაქალაქის ფასები შეესაბამება ლონდონის ფასებს და განსხვავდება მხოლოდ ორი ცენტით. ყავა აქ საშუალოდ 2,68 ევრო ღირს.

2,66 ევრო არის ყავის საშუალო ფასი ლუქსემბურგის დედაქალაქში.

საბერძნეთის მომხიბვლელ დედაქალაქში ყავის დალევა 2,61 ევროს საფასურად მოგიწევთ. ხოლო ნორვეგიაში, ოსლოში ესპრესო საშუალოდ 2,57 ევრო ღირს.

ჰოლანდიის დედაქალაქში ყავის ფასიც ორ ევროზე მეტია. მზად იყავით გადაიხადოთ 2,56 ევრო ესპრესოსთვის.