საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 24 ნოემბერს მეტავერსში გადაინაცვლა

მეტავერს ღონისძიებები სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით 24 ნოემბერს ჩატარდა. საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სტუმრებს ფიზიკურ ლოკაციასთან ერთად Spatial-ის მეტავერსში უმასპინძლა.

ღონისძიება სახელად Web3 Startups Night რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელსაც ARRIVAL-ის გუნდის ორგანიზებით ჰიბრიდული მოდელით ჩატარდა. Web3 კონფერენციის ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს ვირტუალური და რეალური სამყაროების სინთეზს, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ იმავე ივენთს, რომელიც ფიზიკურ ლოკაციაზე ტარდება.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ Web3 სივრცეში მოღვაწე წარმატებული სტარტაპერებისთვის, როგორებიც არიან ზურა შარაშენიძე, Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორი, გივი გამყრელიძე, კომპანია ფარაოს დამფუძნებელი და დირექტორი ლუკა ბახსოლიანი NXT Lab-ის მმართველი პარტნიორი.

განიხილეს შესაძლებლობები, რომელიც ამ ინდუსტრიაშია და ამავდროულად, გააზიარეს თავიანთი გამოცდილება და გამოწვევები, რომელიც Web3-ში ბიზნესის დაწყებასთან ერთად იჩენს თავს.

სპიკერების გამოსვლის დასრულების შემდეგ, სტუმრების თვალწინ გაიმართა Audio Reactive Immersive შოუ, რომელმაც მნახველებს საოცარი აუდიო-ვიზუალური გამოცდილება შესთავაზა.

Web3 Startups Night ღონისძიების ორგანიზატორია Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს და ორგანიზაციებს, ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მეტავერსში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიების პარტნიორები არიან: MetaViu, GITA, Noxtton, Binance