საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

კორეის რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს, 10 თვეში საქართველო-კორეას შორის 79,243 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 66,411 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველომ კორეის რესპუბლიკაში - 71,621 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2021 წლის 10 თვეში - 59,352 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება ქვეყნიდან ექსპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან 7,622 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წინა წლის იანვარ-ოქტომბერში - 7,058 მლნ აშშ დოლარის.

გთავაზობთ, იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც 2022 წლის 10 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა კორეის რესპუბლიკაში.

ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 15,143 მლნ აშშ დოლარი
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 13,678 მლნ აშშ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 13,250 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5,084 მლნ აშშ დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 2,835 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2,193 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიმერები ეთილენი, პირველადი ფორმებით - 1,970 მლნ აშშ დოლარი
  • რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 1,449 მლნ აშშ დოლარი
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1,034 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 1,009 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 3,861 მლნ აშშ დოლარი
  • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 803.7 ათასი აშშ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძის - 642.8 ათასი აშშ დოლარი
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 414 ათასი აშშ დოლარი
  • პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი - 398.8 ათასი აშშ დოლარი
  • მოწყობილობები ელექტროგამანათებელი ან სასიგნალიზაციო - 368.5 ათასი აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 161.6 ათასი აშშ დოლარი
  • ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა, დანარჩენი - 148.4 ათასი აშშ დოლარი
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 76.7 ათასი აშშ დოლარი
  • ნაწილები განკუთვნილი შიგაწვის ძრავებისათვის - 64.5 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური