საქართველოდან თაფლის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა - სად ვყიდით პროდუქტს

საქართველოდან თაფლის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან 208.1 ტონა 932,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების თაფლი გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 492, 9 აშშ დოლარის 136.3 ტონა თაფლი.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტი ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიყიდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით თაფლი გაყიდა:

  • საფრანგეთი - 436,5 ათასი აშშ დოლარის 76.2 ტონა
  • რუსეთი - 255, 9 ათასი აშშ დოლარის 90.1 ტონა
  • ნორვეგია - 103.1 ათასი აშშ დოლარის 21 ტონა
  • ისრაელი - 61.6 ათასი აშშ დოლარის 10.2 ტონა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 19.6 ათასი აშშ დოლარის 2.2 ტონა
  • იაპონია - 16.3 ათასი აშშ დოლარის 1.2 ტონა
  • საუდის არაბეთი - 14.9 ათასი აშშ დოლარის 3.9 ტონა
  • სომხეთი - 9.7 ათასი აშშ დოლარის 0.99 ტონა
  • გერმანია - 5.2 ათასი აშშ დოლარის 0.97 ტონა
  • ავსტრია - 3.3 ათასი აშშ დოლარის 0.50 ტონა
თამარ მუკბანიანი