საქართველოში ნოემბერშიც ყველაზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა - როგორია საერთაშორისო ვიზიტების სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში 299 605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. აქედან 108 247 რუსი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. სტატისტიკის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 362%-ითაა გაზრდილი და უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში რუსეთი ლიდერობს.

10 ქვეყნის ჩამონათვალი კი, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ასეთია:

  • რუსეთი - 108 247 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 362.1%);
  • თურქეთი - 101 940 ვიზიტორი (ზრდა 212.9%);
  • სომხეთი - 71 785 ვიზიტორი (ზრდა 272.1%);
  • საქართველო (არარეზიდენტი) – 25 932 ვიზიტორი (ზრდა 71.1%);
  • ისრაელი - 15 386 ვიზიტორი (ზრდა 27.9%);
  • უკრაინა - 13 631 ვიზიტორი (ზრდა 56.7%);
  • აზერბაიჯანი - 12 419 ვიზიტორი (ზრდა 54%);
  • ბელარუსი - 6 675 ვიზიტორი (ზრდა 142.9%);
  • ირანი - 6 508 ვიზიტორი (ზრდა 121%);
  • ყაზახეთი - 6 253 ვიზიტორი (ზრდა 21.5%).

აღსანიშნავია, რომ არ ხდება მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ტურიზმის სტატისტიკაში ხვდებიან.

თამარ მუკბანიანი