რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ინვესტიცია 2022 წლის III კვარტალში

2022 წლის III კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

პირველ ადგილზეა ესპანეთი - 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.3%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო - 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 %), ხოლო მესამეზე ირლანდია - 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.

დანარჩენი ქვეყნებიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ასე გამოიყურება:

  • აშშ - 64,6 მლნ დოლარი (8.7%)
  • ნიდერლანდები - 47,8 მლნ დოლარი (6.4%)
  • რუსეთი - 41,8 მლნ დოლარი (5.6%)
  • იაპონია - 29,6 მლნ დოლარი (4%)
  • ჩეხეთი - 24,3 მლნ დოლარი (3.3%)
  • ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) - 17,9 მლნ დოლარი (2.4%)
  • დანია - 9,9 მლნ დოლარი (1.3%)

დანარჩენი ქვეყნებიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 100,3 მლნ დოლარი (13.5%) შეადგინა.

თამარ მუკბანიანი