ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში, თამარ მეფის, ჭავჭავაძისა და სანკტ-პეტერბურგის ქუჩებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

მათივე ცნობით, პროექტი ეზოების კეთილმოწყობას, გამწვანებას, სანიაღვრე არხების, სკამების, საჩრდილობლების, გარე განათების მოწყობასა და სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებს.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.