რომელია TOP-10 ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანია საქართველოში

2022 წლის მე-3 კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 745.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საერთო ჯამში, წელს 9 თვეში საქართველოში 1,675 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101,1%-ით მეტია. 2021 წლის 9 თვეში FDI-ს ზომა 830,7 მლნ დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია.

სტატისტიკის მიხედვით, ინვესტორი კომპანიების TOP-10 ასე ნაწილდება:

  • შპს მაგთიკომი (კომუნიკაციები)
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია (ენერგეტიკა)
  • შპს ტავ ურბან საქართველო (ავიაცია)
  • შპს ტოიოტა კავკასია (ავტომობილებით ვაჭრობა)
  • სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ (ენერგეტიკა; წყალმომარაგება)
  • შპს სითი ლოფტი (აზარტული თამაშები)
  • სს ბიჯეო ჯგუფი (საფინანსო საქმიანობა)
  • შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია) (კომპიუტერული ტექნოლოგიები)
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება (ენერგეტიკა)
  • შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (ენერგეტიკა).

ცნობისათვის, კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.