Bentley-მ ქვის ფლაკონში დამუშავებული ახალი სუნამო გამოსცა

კომპანიამ Bentley ახალი პარფიუმი გამოსცა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახდა მოლეკულა Dreamwood, სანდალის ეთერზეთის ნატურალური ანალოგი. სუნამოს ფლაკონი თანამედროვე მეგაპოლისის გეომეტრიული სილუეტითაა შთაგონებული და გაფორმებულია ნატურალური ქვის ნაჭრებით.

რაც შეეხება სურნელს, აქ მდიდარი პალიტრაა წარმოდგენილი მერქნის სურნელებიდან დაწყებული თანამედროვე ტრენდებით დასრულებული. სურნელზე პასუხისმგებელი იყო პარფიუმერი ფაბრის პელეგრინი, რომელმაც ნატურალური ინგრედიენტი Dreamwood გამოიყენა, რომელიც ბიოტექნოლოგიურადაა მიღებული. სუნამოს პირამიდაში გამხსნელია იების ფოთლების სუნი და მანდარინი, შემდეგ ლავანა, ვარდისფერი გერანიუმი და ორისი. Bentley-ს აზრით, სწორედ ეს სურნელი უნდა ჰქონდეთ ახალი ტენდენციების მკვლევარებს.

სუნამო Momentum Unbreakable უკვე გამოჩნდა Bentley-ს საფირმო მაღაზიებში და ის 70 გირვანქა სტერლინგი ღირს.

კოკა კვირკველია