ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.22 ლარია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.22 ლარია.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 24 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.2265 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2230 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 24 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.4182 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3762 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0420 ლარი შეადგინა.