საქართველოს ფოსტა PostEurope-ს 2015 წლის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

საქართველოს ფოსტა PostEurope-ს 2015 წლის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, ფორუმს, რომელიც დღეს იხსნება, 24 ქვეყნის, მსოფლიო საფოსტო კავშირის და PostEurope-ს 49 წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმის მიზანია საერთაშორისო საფოსტო ანგარიშსწორების პროცედურების სრულყოფა, ერთიანი ხედვის შექმნა და ძირითადი მიმართულებების შემუშავება. საქართველოს ფოსტა, როგორც ევროპული და მსოფლიო საფოსტო სისტემის წევრი, საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემების სრულყოფაში აქტიურად მონაწილეობს. ქვეყნის დანიშნულ ოპერატორებს შორის ანგარიშსწორების ტენდენციებს და მიმართულებებს, სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების წარმომადგენლები განიხილავენ. ფორუმზე ასევე შემუშავდება წერილობითი კორესპონდენციის ანგარიშსწორების განახლებული სისტემის შესახებ ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც საბოოლოდ PostEurope-ის ყოველწლიურ ასამბლეაზე დაამტკიცებენ.

აღნიშნული ფორუმი PostEurope-ის ეგიდით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წელიწადში 2-ჯერ იმართება.