წელს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება განუსაზღვრელი ოდენიობით იქნება შესაძლებელი

15 დეკემბრის მონაცემებით, ქობულეთის საკონსერვო ქარხანამ ქართველი ფერემერებისგან 1500 ტონა არასტანდარტული მანდარინი ჩაიბარა. ინფორმაციას EastFruit-ი ავრცელებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მანდარინის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და როგორც ცნობილი ხდება, პროდუქტის მიღება ფერმერებისგან წელს განუსაზღვრელი ოდენობით იქნება შესაძლებელი.

ქობულეთის საკონსერვო ქარხანა წელს ერთადერთი ობიექტია აჭარაში, რომელიც არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობს. პირობების თანახმად, 1 კილოგრამში ფრემერებს 0,20 ლარის მიღება შეუძლიათ. ამ თანხიდან 0,15 ლარს ქრხანას აჭარის მთავრობის ბიუჯეტი უხდის. მიღებული პროდუქციისგან ქარხანა აწარმოებს მანდარინის კონცენტრატს, რომლის დიდი ნაწილიც ექსპორტზე გადის.

mandarin1-1024x683-1671191600.jpg

გასულ სეზონზე ქარხანამ ფერმერებისგან, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 9 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი შეიძინა.

რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, სამინისტროს ცნობით, 15 დეკემბერის მონაცემებით, ექპორტზე 6,5 ტონა გავიდა. საექსპორტო მანდარინის მიღება-მომზადებით 20-ზე მეტი საწარმოა დაკავებული. აჭარაში ციტრუსების შეგროვებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ფუნქციონირებს ციტრუსების საკოორდინაციო შტაბი. ის მუშაობას 2023 წლის 1 თებერვლამდე გააგრძელებს.

აჭარაში მანდარინის მოსავლის აღება თითქმის დასრულებულია. მოსავლის აღების შედეგების მონაცემებს, სავარაუდოდ, სამინისტრო 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს. სეზონის წინა დღეს გამოცხადებული ოფიციალური პროგნოზით, რეგიონში ციტრუსის მოსავალი 45 ათას ტონამდე იქნება (აქედან 90%-ზე მეტი მანდარინია).

ეკა დარჩიაშვილი